Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე საპარლამენტო კომიტეტებმა ლონდა თოლორაიას დაუჭირეს მხარი


ლონდა თოლორაია
ლონდა თოლორაია

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე მხარი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს ლონდა თოლორაიას დაუჭირეს. საჭირო ხმები ვერ დააგროვა მისმა კონკურენტმა, ყოფილმა სამართალდამცავმა ვალერი ლომუაშვილმა.

„ვფიქრობ, რომ ამ პოზიციისათვის შესაფერისი კანდიდატი გახლავართ. მე მართლმსაჯულების სისტემაში, ასევე სამართალდამცავი ორგანოების სისტემასა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება მაქვს და ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსპექტორის პოზიციისათვის, რომლის წინაშეც სწორედ ახალი ფუნქციები დადგა დღის წესრიგში,“ - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

კანდიდატებმა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის საკუთარი ხედვები წარადგინეს. სახელმწიფო ინსპექტორს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

სახელმწიფო ინსპექტორს, თამარ ქალდანს უფლებამოსილების ვადა 1-ელ ივლისს ეწურება. 1 ივლისსვე ამოქმედდება ინსპექტორის სამსახურის ახალი ფუნქცია, რომელიც მას სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებას ანიჭებს.

XS
SM
MD
LG