Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბილ კლინტონი კოსოვოს "თავისუფლების ორდენით" დააჯილდოვეს

პრიშტინა, 2019 წლის 11 ივნისი: აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი (მარცხნივ) და კოსოვოს პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი
პრიშტინა, 2019 წლის 11 ივნისი: აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი (მარცხნივ) და კოსოვოს პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი

კოსოვოს პრეზიდენტმა ჰაშიმ ტაჩიმ "თავისუფლების ორდენით" დააჯილდოვა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი დამსახურებისათვის, რომელიც მას მიუძღვის 1998-99 წლების ომისათვის ბოლოს მოღებაში.

კლინტონი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მედლინ ოლბრაიტი და სხვა უცხოელი ოფიციალური პირები პრიშტინაში ესწრებიან ცერემონიას, რომლითაც აღინიშნება კოსოვოში სისხლისღვრისათვის ბოლოს მოსაღებად ნატოს ჯარების ამოქმედების მე-20 წლისთავი.

ტაჩიმ კლინტონს უწოდა „კოსოვოს გმირი“ და მადლობა გადაუხადა მას კოსოვოს "თავისუფლებისათვის საფუძვლის ჩაყრაში" შეტანილი წვლილისათვის.

ნატოს 78-დღიანმა საჰაერო დარტყმებმა ბოლო მოუღო სერბებსა და ეთნიკურ ალბანელებს შორის კონფლიქტს, რომლის შედეგადაც 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG