Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს


პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა.“

მამუკა ბახტაძის შეფასებით, „ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს!“

„სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს - დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე“ - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტში მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიამ მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ დილის სხდომის წაყვანას მოჰყვა მწვავე პროტესტი პროდასავლური ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან.

გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან სხდომის წაყვანა გააპროტესტეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმაც.

XS
SM
MD
LG