სერგეი გავრილოვი სასტუმროდან გაიყვანეს - აქციის მონაწილეებმა წყლით სავსე ბოთლები და სხვა საგნები ესროლეს
რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვისასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიის“ ტერიტორიიდან გაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა ავტომანქანამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და რუს დეპუტატს წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს. გარკვეულ მანძილზე დაცვამ დეპუტატთან ერთად ირბინა, რადგან დეპუტატს მანქანაში ჩაჯდომის საშულება არ ეძლეოდა. გავრილოვის ტერიტორიიდან გაყვანის შემდეგ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. როგორც დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას სერგეი გავრილოვი საქართველოს ტოვებს. აეროპორტში თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენა ერთ სააათშია დაგეგმილი.
ეპიზოდები
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში