Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას წერდა უცხოეთის პრესა 20 ივნისის მოვლენებზე


ცნობები თბილისში, პარლამენტის წინ ჩატარებული აქციის დარბევის შესახებ ყველა მსხვილმა უცხოურმა მედიამ გამოაქვეყნა, თუმცა მათი სრული უმეტესობა „როიტერისა“ და „ასოშიეტიდ პრესის“ მიერ მიწოდებულ ინფორმაცის ეყრდნობოდა.

შესაბამისად, თავად მოვლენების აღწერა ყველგან მსგავსი იყო, სტატიების უმეტესობა თავისებურად ცდილობდა აეხსნა საკუთარი მკითხველისთვის ამბების კონტექსტი და დაპირსპირების გამომწვევი მიზეზები.

CNN წერს, რომ დაპირისპირების უშუალო კატალიზატორი რუსი პარლამენტარის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის შენობაში სესიის გახსნა იყო და ის, რომ მან დელეგატებს რუსულ ენაზე მიმართა.

The Guardian კი აღნიშნავს, რომ ეს ინცინდენტი მხოლოდ ბოლო წვეთი იყო, რომელმაც გაამწვავა საქართველოში არსებული პოლიტიკურად პოლარიზებული ვითარება, რასაც თან ერთვოდა „„ქართული ოცნების“ მმართველობის მიმართ მზარდი იმედგაცრუება“.

Mirror მკითხველს უხსნის, რომ დაძაბულობა საქართველოსა და რუსეთს შორის „საუკუნეებია არსებობს და ორ ქვეყანას შორის კომპლექსური ურთიერთობაა“.

Sun კი ამატებს, რომ საქართველოს საშინაო პოლიტიკას კვლავ დიდწილად მისი „გიგანტი მეზობელი და საბჭოთა დროინდელი ბატონი“ განსაზღვრავს. ოპოზიცია კი „ქართულ ოცნებას“ ბრალს დებს, რომ ის არასაკმარისად მტკიცეა მოსკოვთან კონფრონტაციაში.

რუსეთის დელეგაციის ვიზიტს თავიდანვე პროტესტი მოყვა - წერს The Washington Post - თუმცა ეს ბრაზი ქუჩის აქციებში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდაო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG