Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დუმის წევრი ფიფას ქართველი ფეხბურთელების დასჯას სთხოვს


ქართველი ფეხბურთელების მიერ რუსეთის ოკუპაციის აღმნიშვნელი მაისურების ჩაცმას, რომელზედაც ეწერა "გვახსოვს, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია" - რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილის რეაქცია მოჰყვა. იგორ ლებედევი ტვიტერის გვერდზე ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას მოუწოდებს ქართველი ფეხბურთელების საქციელზე რეაგირებისკენ. "ფედერაცია ვალდებულია, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რეაგირება მოახდინოს ფეხბურთელების მსგავს მოქმედებებზე ოფიციალური თამაშების დროს", — წერს დეპუტატი ლებედევი.

ქართველი სპორტსმენები 20 ივნისს საქართველოში დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ დამოკიდებულებას მიმდინარე მოვლენებთან. თბილისის ლოკომოტივის და ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელები 22 ივნისის მატჩის დაწყებამდე საქართველოს ოკუპაციის საწინააღმდეგო მაისურებით გამოჩნდნენ მოედანზე.

XS
SM
MD
LG