Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო სალუქვაძემ ვაჟთან ერთად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა


დედა-შვილმა შესარჩევ ეტაპზე 364 ქულა მოაგროვა.
დედა-შვილმა შესარჩევ ეტაპზე 364 ქულა მოაგროვა.

ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ საქართველოს მორიგი მედალი მოუპოვა. მრავალი ტიტულის მფლობელი, 50 წლისსპორტსმენი მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე, 50-მეტრიან დისტანციაზე, შერეულ წყვილებში ვაჟთან - ცოტნე მაჭავარიანთან ერთად ჩაება კონკურენციაში და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

დედა-შვილმა შესარჩევ ეტაპზე 364 ქულა მოაგროვა. ნახევარფინალში სალუქვაძემ და მაჭავარიანმა შვეიცარიელთა დუეტს აჯობეს - 172:170. ფინალურ კვარტეტში კი წრიული სისტემით ისროლეს, რუსეთის, ბელარუსიის მეორე და ლატვიის ნაკრებებთან ერთად და მესამე შედეგი აჩვენეს - გაუსწრეს ბელარუსიას და მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩნენ ვერცხლის პრიზიორ ლატვიას.

ნინო სალუქვაძე სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG