Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთის ხელმძღვანელი გადადგება


რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის, ინგუშეთის ხელმძღვანელმა, იუნუს-ბეკ იევკუროვმა თავისი გადადგომის შესახებ გამოაცხადა ამ თანამდებობაზე თითქმის 11 წლიანი ყოფნის შემდეგ.

იევკუროვის 24 ივნისის განცხადების ფონია დაძაბულობა რეგიონში, რაც მოჰყვა სადავო სასაზღვრო შეთანხმებას მეზობელ რეგიონ ჩეჩნეთთან.

შარშან სექტემბერში იევკუროვმა ხელი მოაწეროა შეთანხმებას რამზან კადიროვთან, ჩეჩნეთის მმართველთან. ეს შეთანხმება მოჰყვა საიდუმლო მოლაპარაკებას, რამაც ინგუში აქტივისტების უკმაყოფილება გამოიწვია და მათი აზრით, ამ შეთანხმებას, ძალა არ აქვს, რადგან ჩეჩნეთს ინგუშეთის ტერიტორიები უკანონოდ გადაეცა.

შეთანხმების გამო, იევკუროვის პოპულარობა მოსახლეობაში მკვეთრად დაეცა. ინგუშეთში მოეწყო არაერთი მასობრივი გამოსვლა, რომლებიც პოლიციამ ძალით დაშალა და მათი მონაწილეები დააჯარიმეს, ან სხვადასხვა ვადით დააპატიმრეს. ზოგიერთი დემონსტრანტის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
შეთანხმების ინგუში ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ინგუშეთის მიწების ჩეჩნეთისთვის გადაცემა უსამართლო იყო და ისინი კადიროვს ბრალად სდებენ ინგუშეთის და დაღესტნის საშინაო საქმეებში ჩარევას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG