Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავაჭრო დაძაბულობის ფონზე, პომპეო ინდოეთის პრემიერს შეხვდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 26 ივნისს დელიში მოლაპარაკება გამართა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან, ვაჭრობის და გადასახადების საკითხებთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე, რომელიც ორმხრივ ურთიერთობაში დაძაბულობას იწვევს.

შეხვედრის შესახებ დეტალები არ ვრცელდება. ცნობილია, რომ პომპეო მოგვიანებით შეხვდება ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ს. ჯაიშანკარს.

პომპეო ინდოეთში 25 ივნისს, გვიან ჩავიდა, მას შემდეგ, რაც იმყოფებოდა საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ავღანეთში. პომპეოს ვიზიტი წარმოადგენს პირველ მაღალი დონის კონტაქტს აშშ-სა და ინდოეთს შორის მას შემდეგ, რაც გასულ თვეში მოდი ხელახლა აირჩიეს პრემიერად. მიმდინარე კვირაში, იაპონიაში, დიდი ოცეულის სამიტის კულუარებში იგეგმება შეხვედრა პრეზდიენტ დონალდ ტრამპსა და მოდის შორის.

გავრცელებული ვარაუდით, ორი ქვეყნის წარმომადგენლები განიხილავენ ინდოეთის გეგმას შეისყიდოს რუსეთის S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვითი სისტემა, რასაც ვაშინგტონი ეწინააღმდეგება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ვაშინგტონი ინდოეთის მთავარ მიმწოდებლად იქცა თავდაცვის სფეროში, ინდოეთის აშშ-სთან ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა და ყოველწლიურად 150 მილიარდ დოლარს უტოლდება. ორი ქვეყანა ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს, მიუხედავად გადასახადებისა, რომლებიც მათ ერთმანეთის გარკვეულ ნაწარმს სამაგიეროს გადახდის ფორმით დაუწესეს ამ თვეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG