Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომიტეტები დაეთანხმნენ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემას


პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს გენერალური პროკურორის მიმართვას, პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას დასაპატიმრებლად სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

კენჭისყრაზე საკითხი დადგა ასეთი ფორმულირებით: „ვინ არის მომხრე მხარი დავუჭიროთ გენერალური პროკურორის მიმართვას პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობის მიცემის თაობაზე.“

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 6-მა წევრმა ერთის წინააღმდეგ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 9 წევრმა 3-ის წინააღმდეგ.

გენერალური პროკურორის მიმართვაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრის შედეგად მიიღებენ

პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას ბრალად სდებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში.

XS
SM
MD
LG