Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: ჩემი ტვირთია თუ ხალხის თვალში გავხდი „სისხლიანი ჯალათი“


“მე თუ გავხდი ხალხისთვალში „სისხლიანი ჯალათი“, ეს ნიშნავს იმას, რომ ესეც ჩემი ტვირთია, რომელსაც როგორმე იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გაიგოს, რომ ძალადობრივად ინსტიტუტებზე შეტევა არის შეუძლებელი, ქვეყნის განვითარებასთან შეუსაბამო, მე ამ ტვირთს როგორმე ვატარებ. ბოდიში”,- უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ჟურნალისტს ბრიფინგზე, რომელსაც მხოლოდ სატელევიზიო ტოკშოუების წამყვანები ესწრებოდნენ.

ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ “20 ივნისის შემდეგ თქვენ ვეღარ იქნებით შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც აქვს ლეგიტიმაცია, ეკავოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი, თქვენ ხალხის თვალში უკვე გახდით სისხლიანი ჯალათი და მგონი, ჯობია, გადადგეთ”, - ამ განცხადების შემდეგ ჟურნალისტმა მინისტრთან შეხდვედრა დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG