Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი და პუტინი ამბობენ, რომ შეეცდებიან ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესებას


იაპონია, 2019 წლის 28 ივნისი: აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა (მარჯვნივ) და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ოსაკაში
იაპონია, 2019 წლის 28 ივნისი: აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა (მარჯვნივ) და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ოსაკაში

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი, შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. მათი შეხვედრა გაიმართა იაპონიის ქალაქ ოსაკაში „დიდი ოცეულის“ სამიტის პარალელურად.

შეხვედრის დაწყებამდე ტრამპს ჰკითხეს, წამოჭრის თუ არა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს, რასაც მან უპასუხა - რასაკვირველია, წამოვჭრიო. პუტინმა მხოლოდ გაიღიმა. ტრამპმა მისკენ თითი გაიშვირა სიტყვებით: ნუ ერევით არჩევნებშიო.

ორმხრივი ურთიერთობები მკვეთრად არის გაუარესებული მიუხედავად ორივე ლიდერის განცხადებებისა, რომ კარგად ეწყობიან ერთმანეთს.

დაძაბულობას იწვევს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებისა და სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა, ისევე როგორც აშშ-ის 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის ჩარევა, რაც დეტალურად არის ასახელი რობერტ მიულერის ანგარიშში, რომელიც წელს მარტში გამოქვეყნდა.რუსეთი ბრალდებას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG