Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრუწლოვან დედას 3 ადვოკატი იცავს


სოფელი აღაიანი
სოფელი აღაიანი

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღაიანში, 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის საქმეში კიდევ ორი ადვოკატი ჩაერთო. ადვოკატ ქეთი გაგოევის გარდა, არასრულწლოვანი დედის უფლებებს დაიცავენ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლები ანა თავხელიძე და ანა არგანაშვილი.

სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის, მ.შ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში დღეს 16 საათზე გაიმართება.

სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, გადაიხედება ასევე არასრუწლოვანი დედის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

შსს-ს თანახმად, დაკავებისას არასრულწლოვანმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ მან პოზიცია შეცვალა და დუმილის უფლებით სარგებლობს.

21 მაისს, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 7 თვის ბავშვი მამამ სახლში მოკლული იპოვა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ გარდაცვლილი ჩვილის არასრუწლოვანი დედა დააკავა. 16 წლის დედას გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ჩვილის განზრახ მკვლელობას ედავება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG