Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში ნავთობის ჭაბურღილზე მომუშავე ასობით უცხოელი მუშა იქნა ევაკუირებული ჩხუბის შემდეგ


ყაზახეთის დასავლეთში, ნავთობის და გაზის პროექტში ჩაბმული ასობით უცხოელი - იორდანიელი და ლიბანელი მუშა იქნა ევაკუირებული ადგილობრივ და უცხოელ თანამშრომლებს შორის დაწყებული ჩხუბის შემდეგ.

„მადლობა ღმერთს ყველა კარგად არის. ისინი არიან სასტუმროში, რომელსაც უშიშროების სამსახური იცავს. ყაზახეთის მთავრობამ დაგვარწმუნა, რომ ყველა ზომას მიმართა, რათა ვითარება დაწყნარებულიყო," - დაწერა ტვიტერით იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აიმან საფადიმ. თერგიზის ნავთობის საბადოზე მომუშავე 107 იორდანელიდან ხუთი მსუბუქად დაშავდა, იტყობინება სამინისტროს პრესსამსახური. იორდანიის ელჩმა ყაზახეთში, იუსეფ აბდელღანიმ მუშებთან ერთად გადაღებული სურათები გაავრცელა. ქალაქ ათირაუში გადაღებულ ფოტოზე ზოგიერთ მუშას სახე აქვს დალურჯებული.

ჭაბურღილზე მომუშავე 150 ლიბანელი მუშწა ევაკუირებულია და მათ ყაზახეთის პოლიცია მიცავს, განაცხადა ამ ქვეყნის ელჩმა ყაზახეთში ჟისკარ ელ-ხურიმ. ცნობით, მუშები შეიძლება სამშობლოში გადააფრინონ. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერებზე ჩანს ჩხუბის მომენტები, სადაც მუშები ერმანეთს ურტყამენ ხელით და ფეხით, ასევე, ზოგჯერ - გაურკვეველი საგნებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG