Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმიის ორი ჯარისკაცი მოკლეს სეპარატისტებთან შეტაკებისას აღმოსავლეთ უკრაინაში


უკრაინამ განაცხადა, რომ მისი ორი ჯარისკაცი იქნა მოკლული და ორი დაჭრილი რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან შეტაკებისას აღმოსავლეთ უკრაინაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა 2 ივლისს, რომ სეპარატისტმა მეომრებმა გასულ 24 საათში 25 ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გამოიყენეს მინსკის შეთანხმებით აკრძალული 120 და 82 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნები.

სამინისტროს ადასტურებს, რომ მისმა ჯარისკაცებმა სამი სეპარატისტი მოკლეს და ხუთი დაჭრეს. უკრაინის ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში 2014 წლის აპრილის შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ ძალებსა და უკრაინის არმიას შორის ბრძოლების შედეგად 13 ათასი ადამიანი დაიხოცა. 2014 და 2015 წლების მინსკის შეთანხმების ნაწილია ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მორიგება, რამაც საბრძოლო მოქმედებები შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ ბრძოლა არ შეწყვეტილა.

ბოლო ზავი 8 მარტს დაიდო, მაგრამ ორი მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს მის დარღვევაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG