Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთმა რუსეთის ავიაკომპანიებს ვადა 7 ივლისამდე მისცა


ჩეხეთის ხელისუფლებამ ნება დართო რუსეთის ავიაკომპანიებს განაახლონ ფრენა 7 ივლისამდე, - ჩეხეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება რუსულენოვანი მედია. ჩეხეთის უწყება აზუსტებს, რომ ეს იყო საპასუხო ნაბიჯი მოსკოვის ანალოგიურ გადაწყვეტილებაზე.

2 ივლისს რუსული ავიაკომპანიები ("Аэрофлот", "Победа", "Уральские авиалинии“) იძულებული გახდნენ გადაედოთ ავიარეისების ნაწილი პრაღისა და კარლოვი ვარის მიმართულებით იმ მიზეზით, რომ ჩეხეთის ხელისუფლებამ გააუქმა ადრე გაცემული ნებართვები.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პოზიციაა, რომ ფრენების გაუქმება არღვევს საჰაერო კავშირის შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის. უწყებამ დადო პირობა, რომ საკითხს გადაწყვეტს შემჭიდროვებულ ვადებში.

„რია ნოვოსტის“ წყაროს ცნობით, ჩეხეთმა რუსულ ავიაკომპანიებს ფრენა მას შემდეგ აუკრძალა, რაც მოსკოვმა უფლება არ მისცა ჩეხურ ავიაკომპანიას (Czech Airlines) შეასრულოს რეისები პრაღიდან სეულის მიმართულებით ტრანსციმბირული საჰაერო გზებით. პრაღაში ეს ინფორმაცია დაადასტურეს.

ჩეხეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, მოსკოვმა ჩეხურ ავიაკომპანიას (Czech Airlines) საჰაერო გზები ასევე 7 ივლისამდე გაუხსნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG