Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქრუაშვილი: ბრალს წაგვიყენებთ თუ დაელოდებით, შუშის სასახლეში როდის შევვარდებით


"გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გამოეხმაურა პროკურატურის განცხადებას ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხების ორგანიზების შესახებ. ოქრუაშვილმა განცხადება ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

„სანამ დავბრუნდები, კარგად ჩამოყალიბდით მოწმედ უნდა გვატაროთ, ბრალს წაგვიყენებთ თუ დაელოდებით შუშის სასახლეში როდის შევვარდებით“, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი, რომლის კრიტიკაც ბიძინა ივანიშვილისკენ არის მიმართული.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ერთ-ერთია ოპოზიციის იმ ლიდერებს შორის, რომლებიც 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე არიან დაბარებული.

„19-ში მაქვს უკანა ბილეთი. შემიძლია უფრო ახლოს გადმოვცვალო. 28-ში ოფიციალური წერილით მოგმართეთ (შსს-ს), თუ რამე გინდათ გამაგებინეთ, თუ არა 2-ში საქმეზე მივდივარ-მეთქი. თუ რამე გინდოდათ, მინიმუმ მომწერდით, მაქსიმუმ საზღვარზე არ გამატარებდით, მაგრამ ბიძინას ხომ გადაწყვეტილების მისაღები ერთი ადგილი არა აქვს. აბა შენ იცი, 19-მდე გრიგოლიჩ. მანამდე არ მოიწყინო უჩემოდ. თუ მანამდე სხვების დაჭერას გადაწყვეტ, მეორე დღესვე მანდ ვარ,"- წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

4 ივლისს საქართველოს პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG