Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მორაგბეები რუსეთის კლუბში ისევ ითამაშებენ


ქართველი მორაგბეები რეზი ბროძელი და საბა ილურიძე საკლუბო კარიერას ისევ რუსეთის „სლავაში“ გააგრძელებენ. გუშინ სპორტსმენების კლუბიდან დათხოვნის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მიზეზი კი მათ მიერ ერთ-ერთი თამაშისას, ლელოს გატანის შემდეგ, თვალზე ხელის აფარება აღმოჩნდა. ამ ჟესტით „სლავას“ ქართველმა ლეგიონერებმა თბილისური აქციისას დაზარალებულებისადმი თანადგომა გამოხატეს. კლუბის ხელმძღვანელობამ მათი ეს საქციელი პოლიტიკურ ნაბიჯად შეაფასა და კონტრაქტი შეუწყვიტა. დღეს რეზი ბროძელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ ის და საბა კვლავ „სლავაში“ რჩებიან.

„მადლობა ორივე მხარეს, საქართველოსა და რუსეთის რაგბის კავშირებს. გუშინ ბატონმა გოჩა სვანიძემ დამირეკა და დეტალურად ვისაუბრეთ. აქტიური მუშაობა დაიწყო გოჩამ და საქართველოს რაგბის კავშირმა რუსეთის კავშირთან, თუ რატომ უნდა მომხდარიყო ჩვენი გუნდიდან გაშვება. აღმოჩდა, რომ ამის მიზეზი არაფერი არ იყო.

ყველაფერი გაირკვა და დალაგდა! ჩვენი აზრით, ვიღაც მესამე პირები ინტრიგანულად ცდილობდნენ ჩემი და საბას ამ სოლიდარობის ჟესტის გაპოლიტიკურებას. აღსანიშნავია, რომ კლუბ „სლავას“ ჩემი და საბას გაშვება არანაირად არ უნდოდა. გუშინ გვიან ღამით დამიკავშირდნენ გუნდის წარმომადგენლები და გაირკვა, რომ მე და საბა გუნდში ვრჩებით.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორივე მხარის რაგბის კავშირებს და ყველას დაინტერესებისთვის და გვერდში დგომისთვის!" - დაწერა რეზი ბროძელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG