Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა სტომატოლოგ ქალთა კონგრესი გახსნა


სალომე ზურაბიშვილი ქალ სტომატოლოგთა კონგრესის გახსნაზე, ბათუმი, 2019
სალომე ზურაბიშვილი ქალ სტომატოლოგთა კონგრესის გახსნაზე, ბათუმი, 2019

„ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში“ – ამ სლოგანით დღეს ბათუმში გაიხსნა სტომატოლოგ ქალთა მე-15-ე საერთაშორისო კონგრესი. საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.

სტომატოლოგ ქალთა მსოფლიო ფორუმის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ჯანადაცვის მინისტრიც დაესწრნენ.

კონფერენცია 5-6 ივლისს გასტანს და მის მუშაობაში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტომატოლოგთა ასოციაციების წარმომადგენლები მიიღებენ. ფორუმის სტუმრებს შორისაა სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, ქეითლინ კელი.

კონფერენციის პარალელურად მის მონაწილეებს საშუალება აქვთ სხვადასხვა სტომატოლოგიური კლინიკების და ასოციაციების მიერ გამოფენილ ინფორმაციას გაეცნონ, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის და ტექნოლოგიების შესახებ.

სტომატოლოგ ქალთა მსოფლიო ფორუმის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ჯანადაცვის მინისტრიც დაესწრნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG