Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა


5 ივლისს ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ალიანსისა და რუსეთის საბჭოს შეხვედრა ელჩების დონეზე. ნატოს საიტის თანახმად, საბჭოზე იმსჯელეს უკრაინის, საშუალო და შორის რადიუსის (INF) რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების, გამჭვირვალობისა და რისკების შემცირების გარშემო.

ამ წელს ეს ნატო-რუსეთის საბჭოს მეორე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

„ჩვენი საუბარი იყო გულწრფელი და სავალდებულო. მოკავშირეები და რუსეთი პრინციპულად სხვადასხვა პოზიციებზე ვართ, მაგრამ ჩვენ ვესწრაფვით დიალოგის გაგრძელებას“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG