Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“-ის წინ სტიქიური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს


გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინ შეიკრიბა რამდენიმე ასეული მოქალაქე. ისინი ითხოვენ, რომ გიორგი გაბუნიამ ბოდიში მოიხადოს პროვოკაციული განცხადებისათვის, დატოვოს საქართველო და წავიდეს რუსეთში.

ნაწილი მოქალაქეებისა კი მოითხოვს, რომ თანამდებობა დატოვოს არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც, ხოლო ტელეკომპანიამ შეწყვიტოს მუშაობა.

ვითარება „რუსთავი 2“ -ის წინ დაძაბულია. აქციაზე მყოფი ხალხი აცხადებს, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე ტელევიზიის ხელმძღვანელებისგან არ მოისმენენ შესაბამის განცხადებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG