Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დუმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციებზე დღეს იმსჯელებს


დღეს რუსეთის სახელმწიფო დუმა იმსჯელებს დადგენილებაზე „საქართველოში ანტირუსულ პროვოკაციებთან დაკავშირებით შესაძლო დამატებითი ეკონომიკური ზომების“ შესახებ.

„სახელმწიფო დუმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, განიხილოს საქართველოსთან მიმართებით სპეციალური ეკონომიკური ზომების გამოყენების მიზანშეწონილობა, რომელიც ფედერალური კანონით არის გათვალისწინებული და წარუდგინოს პრეზიდენტს შესაბამისი წინადადება“, - ნათქვამია დოკუმენტის პროექტში, რომელიც უკვე განთავსდა დუმის ვებგვერდზე.

დოკუმენტი მომზადებულია დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის მიერ. იგი ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG