რუსმა დეპუტატმა საქართველოს „გაავებული ინვალიდი“ უწოდა
რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „იედინაია როსიას“ წარმომადგენელმა, პიოტრ ტოლსტოიმ 9 ივლისს მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში - საქართველოსთვის ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებული დადგენილების გარშემო. მან თქვა, რომ საქართველო ვერასოდეს დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს. „ბოდიშის მოხდა საჭიროა არა სიტყვებისთვის, არა ტონისთვის, არა ლანძღვისთვის, არამედ ბოდიში საჭიროა აზრისთვის, რიტორიკისთვის რუსეთის მიმართ, რუსეთის პრეზიდენტის მიმართ... რადგან მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წყალობით (და ეს ყველამ იცის) არსებობს დღეს მსოფლიო რუკაზე ორი გაავებული ინვალიდი - თავიანთი ტერიტორიების ნაწილების გარეშე, შეუმდგარი სახელმწიფოები - უკრაინა და საქართველო... დიახ, ისინი ასეთები არიან და ამ სიავით იბრიალებენ დიდხანს, ვიდრე არ მიხვდებიან, რომ ამ ტერიტორიებს ისინი ვერასოდეს დაიბრუნებენ... თუკი უკრაინელ პოლიტიკოსებს ჯერ კიდევ მოუწევთ ბოდიშის მოხდა უკრაინაში 5-წლიანი უღირსი საქციელისთვის, ქართველებმა ეს უნდა გააკეთონ დაუყოვნებლივ და ოფიციალურად“, - განაცხადა ტოლსტოიმ.
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან