Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ ფალავანდიშვილი: „ის ოჯახი, ვინც ამ მამათმავლობის წინააღმდეგ ხელს არ მოაწერს, ჩაითვლება პედერასტების ოჯახად"


„ის ოჯახი, ვინც ამ მამათმავლობის წინააღმდეგ ხელს არ მოაწერს, ჩაითვლება პედერასტების ოჯახად, რომლებიც ვერც ქალს გაათხოვებენ და ვერც ცოლს მოიყვანენ“, - უთხრა გურამ ფალავანდიშვილმა „პრაიმ-ტაიმს“.

ჩვენ ვიწყებთ პროპაგანდების აკრძალვის ხელმოწერების შეგროვებას, რომლის მიხედვითაც ლგბტ თემატიკა სკოლებში არ ისწავლებოდეს როგორც დადებითი თემატიკა, ასევე არ უნდა იწვევდნენ მათ მხარდამჭერებს თოქ-შოუები არ უნდა ტარდებოდეს ქუჩებში პრაიდები და აღლუმები. ჰომოსექსუალებს უნდა აეკრძალოს მასწავლებლობა, ჯარში მსახური და მთავრობაში ყოფნა. ეს არ მოხდება კონტრაქციის და დეოკუპაციის წინააღმდეგობის ფორმატში, მხოლოდ ეს მოთხოვნა გვექნება. ჩვენთან იქნებიან „ნაცების“ და „ქოცების“ ამომრჩევლებიც”, - აღნიშნა გურამ ფალავანდიშვილმა.

ულტრანაციონალისტურმა ძალებმა 10 ივლისს დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება „გარყვნილების საჯარო პროპაგანდის ამკრძალავი კანონის“შემუშავების მოთხოვნით. ხელმოწერების შეგროვებისა და წარდგენის შემდეგ, ისინი სახელმწიფოს რეაგირებისთვის ერთთვიან ვადას აძლევენ. სახელმწიფოს მხრიდან მათი მოთხოვნის იგნორირების შემთხვევაში, ულტრანაციონალისტური ძალები რუსთაველის გამზირზე აქციების გამართვას გეგმავენ.

ციტატები

XS
SM
MD
LG