Accessibility links

site logo site logo

ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კონკურსის თავიდან გამოაცხადებას ითხოვენ


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოგან ითხოვენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ეტაპი შეაჩერონ და კონკურსი თავიდან გამოაცხადონ.

მათი თქმით, ადგილი აქვს არაერთ კანონდარღვევას და შესაძლო გარიგებებს. "ასეთი მოსამართლეები კი ვერ გააძლიერებენ უზენაეს სასამართლოს"-განაცხადა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი უარს ეუბნება მოსახლეობას, ჟურნალისტებს გადასცეს ინფორმაცია კანდიდატების შესახებ.

სერიოზული დარღვევა არის ის შესაძლო გარიგებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა 50- კაციანი სიის შედგენისას. სახალხო დამცველი კვლევის შედეგად მიუთითებს, რომ სერიოზული დამთხვევებია 10 ბიულეტენში. ჩანს, რომ ადგილი ჰქონდა შესაძლო გარიგებებს იუსტიციის საბჭოს უმრვლესობაში, რის შედეგადაც მოხდა სიის ფორმირება. ანუ, იუსტიციის საბჭოს წევრები არ იღებდნენ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად.“- განაცხადა დოლიძემ.

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიხეილ ჩინჩალაძის ჯგუფის ინტერესებსა და ნეპოტიზმზე საუბრობს ნაზი ჯანეზაშვილი.

კონკურსში მონაწილეობენ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების თამარ ონიანის და ირაკლი შენგელიას ნათესავები. ერთ შემთხვევაში ეს არის მაზლი და მეორე შემთხვევაში ცოლის ძმა. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. წარმოუდგენელია კონსტიტუციურ ორგანოში ხდებოდეს ასეთი რამ, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები არჩევანს აკეთებდნენ და კენჭისყრაში მონაწილებდნენ იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომელიც მათი ნათესავია. ასევე, წარმოუდგენელია საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის ქცევა მთელი ამ ხნის განმავლობაში. იგი არ ჩამოშორებულა საბჭოს საქმიანობას, ის არის ხელმძღვანელი იმ აპარატის, რომელიც აგროვებს მასზე ინფორმაციას და რომელმაც უარი თქვა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე", - ამბობს ჯანეზაშვილი.

საბჭოს არამოსამართლე წევრები 12 ივლისს, 19:00 საათზე იუსტიციის საბჭოში საინფორმაციო საათების დაწესებას აანონსებენ. სადაც 1 საათის განმავლობაში შეხვდებიან ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც აინტერესებს, რა ხდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG