Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგი კაპანაძე: დონალდ ტუსკთან ქვეყანაში არსებულ კრიზისზე ვისაუბრეთ


"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის, სერგი კაპანაძის განცხადებით ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებულ კრიზისსა და 2020 წლის არჩევნებს შეეხებოდა.

„ვისაუბრეთ ბევრს თემაზე, მათ შორის იმ კრიზისზე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, რაც 20 ივნისის შემდეგ დაიწყო და გაღრმავდა. რაც არის აუცილებლად დასაძლევი და დაძლევის გეგმებზე გქონდა საუბარი. ვისაუბრეთ, ზოგადად, მომდევნო არჩევნებზე, პროცესებზე, რომელიც ვიცით რომ იქნება - დაწყებული ოპოზიციაზე ძალადობით, გაგრძელებული არჩევნების მოსყიდვით. ეს არის ის საკითხები რაც კარგად ესმის პრეზიდენტს ტუსკსაც და ის ამ საკითხებზე აპირებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარს“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისი სიტყვებით „ევროპული საქართველოსთვის“ მისაღებია პროპორციული საარჩევნო სისტემა. ბიძინა ივანიშვილის მიერ შეთავაზებული ვარიანტი გასაუმჯობესებელია, მაგრამ „თუ არ გამოვა და რაც ივანიშვილს აქვს შემოთავაზებული ის დარჩება მხოლოდ, მასაც მხარს დავუჭერთ, რადგან შემოთავაზებული სისტემა ბევრად ჯობია დღეს არსებულს“, - მიიჩნევსსერგი კაპანაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG