Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიაში სრებრენიცის ტრაგედიის 24-ე წლისთავს აღნიშნავენ


ბოსნიაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა 1995 წელს სრებრენიცაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთათვის პატივის მისაგებად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ყველაზე საშინელი მასობრივი მკვლელობისას ბოსნიელ სერბთა ძალებმა 8000-ზე მეტი ბოსნიელი მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი დახოცეს. სრებრენიცის ტრაგედიის 24 წლისთავთან დაკავშირებული ცერემონიის ფარგლებში მიწას მიაბარეს ახლად ამოცნობილი 33 ნეშტი. ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა იოჰანეს ჰანმა სრებრენიცის „გენოციდს“ უწოდეს „კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი მომენტი თანამედროვე ევროპის ისტორიაში“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 11 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ევროპის ისტორიის ეს მტკივნეული თავი არასოდეს უნდა იქნეს უარყოფილი ან დავიწყებული“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG