Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს აღადგინოს ავიამიმოსვლა საქართველოსთან


"ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით აკვირდებოდა რუსეთის მთავრობისა და დუმის წევრების არაპროპორციულ რეაქციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი. მისი კომენტარი "ამერიკის ხმის" სპეციალურმა კორესპონდენტმა სინდი სეინმა ჩაწერა.

როგორც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „მიესალმება რუსი და ქართველი ლიდერების გაკეთებულ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს ორმხრივი ურთიერთობების დასტაბილურების მიზნით და მოუწოდებს რუსეთს განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველომდე და უკან“.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოში ჩასული უცხოელი ტურისტები მთელი მსოფლიოდან, თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და იქ მათ კარგად ხვდებიან. ამასთან ერთად, აშშ-ის საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს მოერიდოს ნეგატიური ზომების მიღებას, მათ შორის - სანქციების დაწესებას.

"ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ რუსეთს დაასრულოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია" - აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG