Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკაკი ბობოხიძე TV პირველის შენობასთან მივიდა და ტელევიზიაში შესვლას ითხოვს


„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი აკაკი ბობოხიძე ტელეკომპანია TV პირველის შენობასთან მივიდა და ტელევიზიაში შესვლას ითხოვს. მას სამართალდამცავები შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

დეპუტატის თქმით, მან პასუხი უნდა მოსთხოვოს შს მინისტრს იმ ტყუილებისთვის, რასაც გიორგი გახარია ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში, ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში ამბობს:

„თქვენი მინისტრი ზის და უტიფრად იტყუება. მე მინდა შევიდე და მინდა შემომხედოს თვალებში გახარიამ და თქვას, რომ არ ულაპარაკია მას ჩემთან მოლაპარაკების თაობაზე. ამ ტერიტორიაზე რა უფლებით დგახართ? რა უფლებით გააკეთეთ კერძო ტერიტორიის ოკუპირება? როგორ უნდა დაიცვას შს მინისტრმა საქართველო, როცა მთელი სამინისტროა გადასული მის დაცვაზე? გახარია იტყუება, რომ მომიტინგეები გააფრთხილეს, არადა გაგახსენებთ, კალაძემ, რომ თქვა, რატო უნდა გაგვეფრთხილებინა მომიტინგებიო?“...

TV პირველის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები. ისინი გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

​ტელევიზიაში იმყოფება შს მინისტრი. გადაცემა მისი მონაწილეობით 20:00 საათზე დაიწყო. ის პასუხობს ინგა გრიგოლიას კითხვებს 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG