Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელიზაბეთ რუდი: 20 ივნისის ღამეს არც მე და არც არავინ საელჩოდან პარლამენტში არ ვყოფილვართ


საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამეს, არც ის და არც სხვა არავინ საელჩოდან, არ ყოფილა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობაში. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბათუმში უთხრა.

„20 ივნისს პარლამენტში, რა თქმა უნდა, არ ვყოფილვარ. ვიყავი ამერიკაში, ქალიშვილის ქორწილში. ელიზაბეთ რუდის თქმით, პარლამენტში საელჩოდან არავინ ყოფილა. არ იყავით მიწვეული პარლამენტში თუ მიგიწვიეს და არ წახვედით? როგორც ვიცი, არავინ ყოფილა იქ. არავინ ყოფილა დაპატიჟებული, მე კი ამერიკაში ვიყავი“.

11 ივლისს, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია TV პირველი პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლას ის პარლამენტის შენობიდან ადევნებდა თვალს და მასთან ერთად იყვნენ საელჩოების წარმომადგენლებიც:

"უშუალოდ ვხედავდი ზემოდან და მარტო კი არ ვიყავი. ზოგიერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად. და ზოგიერთი კიდევ... არ დავასახელებ, ამასაც გამოძიება დაადასტურებს, ვინ იყო იქ და რაში იღებდა მონაწილეობას", - ასე უპასუხა შს მინისტრმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვაზე, თუ საიდან ადევნებდა ის თვალს მოვლენებს.

XS
SM
MD
LG