Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის გარანტიების შემთხვევაში, ბრიტანეთი გაათავისუფლებს დაკავებულ ტანკერს


ბრიტანეთმა თეირანს შესთავაზა გამოსავალი კრიზისიდან, რომელიც შექმნა გიბრალტარში ირანის ნავთობის ტანკერის დაკავებამ. ბრიტანეთის განცხადებით, ის "Grace 1" სახელის მქონე ტანკერის გათავისუფლებაზე იმუშავებს, თუ თეირანი გამოვა გარანტიით, რომ ტანკერი სირიაში არ ჩავა, ევროკავშირის სანქციების დარღვევით.

ამ წინადადებით გამოვიდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯერემი ჰანტი, როცა ტელეფონით ესაუბრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯავად ზარიფს.

აშშ-სგან განსხვავებით, ევროკავშირს არ აქვს სანქციები დაწესებული ირანზე. თუმცა ევროკავშირის სანქციები 2011 წლიდან მოქმედებს ირანის მოკავშირის, სირიის წინააღმდეგ.

ტანკერი „Grace 1“ 4 ივლისს დააკავა ბრიტანეთის ფლოტის ხომალდმა გიბრალტარში, რომელიც ბრიტანეთის კუთვნილი ტერიტორიაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG