Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბანი თავს დაესხა სასტუმროს, მოკლულია სულ მცირე ექვსი ადამიანი


თალიბანის ექსტრემისტებმა იერიში განახორციელეს ავღანეთის ჩრდილოდასავლეთში მდებარე სასტუმროზე, რასაც ემსხვერპლა სულ მცირე ოთხი პოლიციელი და ორი სამოქალაქო პირი. თავდასხმა მოხდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ექსტრემისტული ჯგუფის მომლაპარაკებლები ყატარში სამშვიდობო მოლაპარაკებაზე შეხვდნენ აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელს.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ნუსრატ რაჰიმის თქმით, 13 ივლისს, დღისით, ხუთი თვითმკვლელი მოეირიშე დაესხა თავს ბადღის პროვინციის დედაქალაქ ყალაი-ნაუში მდებარე სასტუმროს. რაჰიმის თქმით, შეტევა თითქმის ხუთი საათის განმავლობაში გაგრძელდა, უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს სამი და დააპატიმრეს ორი თავდამსხმელი. ორი დაღუპული სამოქალაქო პირი სასტუმროს სტუმრები იყვნენ. გავრცელებული ცნობებით, საავადმყოფოში მოხვდა 16 ადამიანი, აქედან ერთი ქალი და ორი ბავშვია.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. შეტევის ფონია აშშ-ის მხრიდან ძალისხმევა თალიბანი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს, ავღანეთში თითქმის 18 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულების მიზნით.

XS
SM
MD
LG