Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმი-ქობულეთის გზაზე ავტოავარიისას დაშავებული 5 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა


ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 წლის ბიჭი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, მცირეწლოვანს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.

რაც შეეხება დაღუპული ბიჭის დას, 6 წლის გოგონა თბილისში, იაშვილის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.

ზაალ მიქელაძის განცხადებით, ცხრა დაშავებული ქობულეთის ორ საავადმყოფოშია მოთავსებული, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

13 ივლისს, საღამოს, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მისი მეუღლე კი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი ბავშვები გარდაცვლილი ცოლ-ქმარის შვილები არიან. ისინი საქართველოში პოლონეთიდან ჩამოვიდნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა. მასში უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, მათი უმრავლესობა პოლონეთის მოქალაქეები არიან. დაშავებულთა შორის ორი ქართველი მძღოლია. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG