Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ქვეყნები შეხვედრას მართავენ ირანთან დაძაბულობის შესამცირებლად


 ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯერემი ჰანტი
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯერემი ჰანტი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას მართავენ 15 ივლისს ბრიუსელში, რათა ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობაში დაძაბულობის შემცირების გზები მოძებნონ და დაარწმუნონ ირანი, დაიცვას 2015 წლის ბირთვული შეთანხმების პირობები მიუხედავად იმისა, რომ აშშ ამ შეთანხმებიდან გავიდა და თეირანს სანქციები დაუწესა.

მინისტრების შეხვედრის თემაა ასევე მცდელობა, გააძლიერონ მხარდაჭერა ევროკავშირის ბარტერის ტიპის სისტემისა,რომელიც ირანთან ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა აშშ-ის სანქციების გვერდის ავლით. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა გადაარჩინონ ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება.

ევროკავშირის მინისტრების შეხვედრას წინ უსწრებდა განცხადება, რომელიც ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ გააკეთა, რომ მისი ქვეყანა მზად არის მოილაპარაკოს აშშ-თან, თუ ვაშინგტონი ირანის მიმართ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს დაასრულებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ როჰანის შეთავაზება უარყო. პომპეომ ვაშინგტონ პოსტს განუცხადა, რომ როჰანიმ იგივე შესთავაზა „ჯონ კერისა და ბარაკ ობამას“. აშშ-მა შარშან დატოვა 2015 წლის ბირთვული შეთანხმება ირანთან და კვლავ დაუწესა სანქციები თეირანს მას მერე, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმება ირანს შესაძლებლობას აძლევს, შექმნას ბირთვული იარაღი. სანქციებმა დიდი დარტყმა მიაყენა ირანის ეკონომიკას. საპასუხოდ ირანმა დაიწყო ნაბიჯებს გადადგმა შეთანხმებით დაშვებულ დონეზე მეტი ურანის გამდიდრების მიზნით, რამაც ურთიერთობა აშშ-თან კიდევ უფრო გაამწვავა და რასაც ვაშინგტონის მხრიდან მეტი მუქარა მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG