აზერბაიჯანულმა მხარემ კელიებიდან ხატები მათი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით გამოიტანა, - ასეთ ინფორმაციას ავრცელებს, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე თეიმურაზ კუპატაძე.
როგორც კუპატაძემ დავით გარეჯში საქართველოსა და აზერბაიჯანის მხარეებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აზერბაიჯანული მხარის გადმოცემით, მათი თვითმიზანი არ ყოფილა ხატების კელიებიდან გამოტანა იმ მიზნით, რომ ამ ხატებს იქ არაფერი ესაქმება.
"მათ განმარტეს, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში, ხატები ზიანდებოდა, როგორც ქარის, ასევე წვიმის შემთხვევაში და ბრალდებები რომ არ ყოფილიყო მათი მისამართით, რომ ეს მათ დააზიანეს, ამიტომ ამოიტანეს ხატები აღდგომის მონასტერში და გადმოსცეს ჩვენს მესაზღვრეებს", - განაცხადა კუპატაძემ.