Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შს სამინისტრო: დაკავებულია ერთი სამართალდამცველი, უფლებამოსილება შეჩერებული აქვს ათამდე პირს


შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შესწავლის საფუძველზე, უფლებამოსილება შეუჩერდა ათამდე პირს, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, - აცხადებენ შს სამინისტროში.

უწყების განმარტებით, 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებისას ცალკეულ სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიებას საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს და დაკავებულია ერთი სამართალდამცველი.

„გენერალურმა პროკურატურამ სამოხელეო დანაშაულის გამოძიების ფარგლებში, ფიზიკური ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დღეს ერთ-ერთი სამართალდამცავი დააკავა.

გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, პოლიტიკოსების მოწოდებების შედეგად, აქცია გახდა ძალადობრივი, მომიტინგეებმა სცადეს პარლამენტის შენობის შტურმით აღება და ფიზიკურად იძალადეს პოლიციელებზე, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები.

აღნიშნული საშუალებების გამოყენებისას უფლებამოსილების გადამეტების ცალკეულ შემთხვევებზე გამოძიებას აწარმოებს გენერალური პროკურატურა, ხოლო დისციპლინურ გადაცდომებზე მოკვლევა ჩაატარა - შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ“, - აცხადებს შს სამინისტრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG