Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს აშშ-ში შეეზღუდება გადაადგილება


გაერო შეშფოთება გამოთქვამს იმის გამო, რომ აშშ-მა გადაადგილება შეუზღუდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფს, რომელიც ამ კვირაში მონაწილეობას მიიღებს ნიუ-იორკში, გაეროში გამართულ შეხვედრაში.

ზარიფი 14 ივლისს ჩავიდა ნიუ-იორკში, სადაც 17 ივლისს იგეგმება გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სხდომა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ უარი თქვა შეხვედრაში მონაწილეობაზე ორ ქვეყანას შორის უკიდურესად გაუარესებული ურთიერთობის გამო.

ვაშინგტონის თანახმად, აშშ-ში მყოფ ჯავად ზარიფს უფლება აქვს გადაადგილდეს ჯონ კენედის სახელობის აეროდრომიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციისაკენ, ესტუმროს ირანის მისიასა და ირანის ელჩის ნიუ-იორკის რეზიდენციას.

მანამდე აშშ-ის ოფიციალური პირები ასევე განიხილავდნენ ჯავად ზარიფისათვის შესაძლო ფინანსური სანქციების დაწესებას.

გაეროში წუხილი გამოთქვეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის აშშ-ში, გაეროს მასპინძელ ქვეყანაში, გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამო.

XS
SM
MD
LG