Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალ პრეზიდენტად დაამტკიცა ურზულა ფონ დერ ლაიენი


ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალ პრეზიდენტად დაამტკიცა გერმანელი პოლიტიკოსი, ურზულა ფონ დერ ლაიენი - პირველი ქალი ამ თანამდებობაზე.

16 ივლისის საღამოს გამართულ კენჭისყრაზე, მემარჯვენე-ცენტრისტი პოლიტიკოსის კანდიდატურას მიემხრო 383 დელეგატი.

60 წლის ფონ დერ ლაიენი ბოლო ექვსი წელი გერმანიის თავდაცვის მინისტრი იყო. მისი კანდიდატურა დასახელდა მიმდინარე თვეში ბრიუსელში სამდღიანი სამიტის შემდეგ, მაგრამ ევროკომისიის პრეზიდენტად დანიშვნას ევროპარლამენტის თანხმობა ესაჭიროებოდა.

ფონ დერ ლაიენი ემხრობა ევროკომისიის დაბალანსებას გენდერული ნიშნით, "ბრექსიტის" ვადის გაგრძელებას 31 ოქტომბრის შემდეგაც და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებას ხმების უმრავლესობით - ნაცვლად ამჟამინდელი, კონსენსუსით მიღების წესისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG