საია: „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ნაჩქარევია“
„რადიო თავისუფლების“ სტუმარია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე, რომელიც ხსნის, რატომ მიაჩნია საიას დაუსაბუთებლად და ნაჩქარევად საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის საფუძველზეც მწერალთა სახლისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაცია განხორციელდა. სულხან სალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ექსპერტების მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები, ოპტიმიზაციის გარდა, ე.წ. ქოლგა-ორგანიზაციის შექმნასა და დეცენტრალიზაციის შესაძლებლობასაც ითვალისწინებდა, სამინისტრომ არჩევანი ყველა სსიპ-ის შემთხვევაში ოპტიმიზაციაზე შეაჩერა. საია აღნიშნავს აგრეთვე, რომ მწერალთა სახლისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციისას სსიპ-ის ხელმძღვანელებთან არ ყოფილა შესაბამისი კომუნიკაცია და გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღეს.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან