Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ლაგოდეხშია


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კახეთში სამ დღიან ვიზიტს საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში სტუმრობით ასრულებს.

პრეზიდენტი ლაგოდეხის ნაკრძალში, "როჭოს ჩანჩქერზე" იმყოფება.

მანამდე პრეზიდენტი ჩავიდა რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში.

შეხვდა ადგილობრივ მცირე მეწარმეებს, ფერმერებს, დაათვალიერა საკურორტო ზონები და ტურიზმის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა. მუნიციპალიტეტების მერებმა კი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ საკურორტო ზონებზე, რომლთაც დასასვენებელთან ერთად სამკურნალო და გამაჯანსაღებელ ფუნქცია აქვს.

პრეზიდენტის თქმით, ასეთი საკურორტო ზონები ინფრატსრუქტურულად უნდა განვითარდეს და თანამედროვე გახდეს, რაზეც ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ ერთად უნდა იმუშაონ.

ზურაბიშვილი სოფელ შაშიანში მეღვინე ქალს, თამარ დიღმელაშვილსაც ეწვია. მას 5 ჰექტარზე ვაზის სხვადასხვა ჯიშები აქვს გაშენებული. რქაწითელთან და ქისთან ერთად მოჰყავს ფრანგული შარდონეც.

საქართველოს პრეზიდენტმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ნუშის, ხოლო სოფელ ნუკრიანში ლავანდას პლანტაციები დაათვალიერა. გურჯაანში კი ატამი დაკრიფა.

როგორც პრეზიდენტმა თქვა, ინვესტორები სამომავლოდ აგროტურიზმის განვითარებასაც გეგმავენ, რაც რეგიონისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

სასოფლო-სამუერნეო სავარგულებისა და ტურისტული ობიექტების გარდა სალომე ზურაბიშვილი სამედიცინო დაწესებულებებსაც ეწვია. მან C ჰეპატიტის სკრინინგის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. ის დარწმუნებულია, რომ საქართველო C ჰეპატიტის დაამარცხებს.

XS
SM
MD
LG