Accessibility links

ტრამპმა „მაკრონის სულელური საქციელი“ უწოდა ციფრული გადასახდების დაწესებას


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სამაგიეროს გადაუხდის საფრანგეთს ციფრული გადასახადების დაწესებისათვის ისეთი საინტერნეტო გიგანტებისათვის, როგორიცაა "გუგლი", "ამაზონი" და "ფეისბუკი".

„საფრანგეთმა ახლახან შემოიღო ციფრული გადასახადები ჩვენი დიადი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ“- დაწერა 26 ივლისს, ტვიტერში დონალდ ტრამპმა, რომელიც აცხადებს, რომ მათთვის გადასახადების დაწესების უფლება აქვს "მხოლოდ მათ მშობლიურ აშშ-ს".

„ცოტა ხანში ჩვენ გამოვაცხადებთ არსებითი საპასუხო ქმედებების შესახებ მაკრონის ამ სისულელეზე“, - წერს დონალდ ტრამპი, რომელმაც მიანიშნებს, რომ კონტრზომები შესაძლოა ფრანგულ ღვინოზე გავრცელდეს. „მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ამერიკული ღვინოები ფრანგულს სჯობია“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ციფრულმა გადასახადმა, რასაც თეთრი სახლი უპირისპირდება, გადასახადებისგან თავის არიდების საშუალება უნდა მოუსპოს იმ ტრანსნაციონალურ კორპორაციებს, რომლებიც ამას ახერხებენ თავიანთი შტაბ-ბინების დარეგისტრირებით ევროკავშირის ისეთ ქვეყნებში, სადაც დაბალი საგადასახადო განაკვეთი არსებობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG