Accessibility links

მოსკოვის ცენტრში დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო მობილიზებულია პოლიცია და რუსეთის გვარდია


2019 წლის 27 ივლისი: რუსეთის გვარდიის წევრები მოსკოვში დაგეგმილი აქციის ადგილას

მოსკოვის ცენტრში, სადაც ოპოზიცია არასანქცირებული მიტინგის ჩატარებას აპირებს, მობილიზებულია პოლიციისა და რუსეთის გვარდიის ძალები.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორი ივან ჟდანოვი აცხადებს, რომ დააკავეს. მანამდე ჩხრეკა ჩაუტარდა რამდენიმე ოპოზიციონერს.

დაკავებების შესახებ იუწყებიან აქციის ჩასატარებლად შერჩეული ადგილიდანაც - მოსკოვის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან.

ერთ-ერთი დაკავებული ამბობს, რომ სოჭიდან ჩავიდა მიტინგში მონაწილეობის მისაღებად. მან სცადა, სურათები გადაეღო დაკავებულთა გადასაყვანი მანქანებისათვის, რომლებიც მერიის ეზოში დგას.

პოლიციელებმა ბარიერები აღმართეს, გადაკეტეს ფეხით სავალი ნაწილი ტვერის ქუჩაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG