Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი“ მოითხოვს მოსკოვში დაკავებული მომიტინგეების „დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“


მოსკოვი, 2019 წლის 27 ივლისი
მოსკოვი, 2019 წლის 27 ივლისი

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნლი“ გამოდის მოწოდებით, „დაუყოვნებლივ“ იქნენ გათავისუფლებული პირები, რომლებიც პოლიციამ მოსკოვში თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით გამართულ მიტინგზე დააკავა.

ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო განცხადებაში, რომლითაც „ამნესტი“ გამოეხმაურა პოლიციის მიერ „გადამეტებული ძალის“ გამოყენებას „ძირითადად, მშვიდობიანი მიტინგის“ მონაწილეების მიმართ.

„ოპოზიციის დევნის ძალისხმევამ აბსურდულ დონეს მიაღწია, როცა პოლიციამ პრევენციულად დააკავა პროტესტის ლიდერები, როცა ისინი მხოლოდ აპირებდნენ მიტინგზე წასვლას“, განაცხადა რუსეთში „ამნესტის“ წარმომადგენლობის დირექტორმა, ნატალია ზვიაგინამ.

ორგანიზაცია OVD-info-ს მონაცემებით, რომლებიც შაბათ საღამოს გავრცელდა, 27 ივლისის მიტინგთან დაკავშირებით დაკავებულ იქნა 1100-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG