Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ გაათავისუფლა რუსეთის სათევზაო გემი და მისი ეკიპაჟი


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ჩრდილოეთმა კორეამ გაათავისუფლა რუსეთის სათევზაო გემი „სიანხაილინ-8“ და მასზე მყოფი პირები - 15 რუსი და ორი სამხრეთკორეელი.

გემის 17 ივლისს დაკავების გარემოებები ჯერ კიდევ უცნობია. ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ გემი უნებართვოდ შევიდა ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში.

მოსკოვში ჩრდილოეთ კორეის საელჩოში განაცხადეს, რომ ხომალდს შემოწმების შემდეგ დაუბრუნებენ რუსეთს.

XS
SM
MD
LG