სომხეთის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნებართვა გასცა გამოძიებულ იქნას მოსამართლე დავიდ გრიგორიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის სასამართლო პროცესს და რომელმაც ის მაისში გირაოთი გაათავისუფლა.
გენერალური პროკურორის ოფისის შესაბამისი თხოვნის დაკმაყოფილებით, საბჭომ გრიგორიანს უფლებამოსილებაც შეუჩერა გამოძიების დასრულებამდე. გადაწყვეტილება 27 ივლისს გამოქვეყნდა.
როგორც იუსტიციის საბჭოს წევრმა, ჰაიკ ჰოვანისიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს უთხრა, პროკურორები გამოძიების დაწყებას სამი მუხლით ითხოვდნენ, თუმცა ნებართვა მხოლოდ ორზე მიიღეს.
საბჭო საქმის დეტალებს არ ასაჯაროებს. გენერალური პროკურორის ოფისს ნათქვამი აქვს, რომ მოსამართლის წინააღმდეგ დაწყებული მოქმედება არ უკავშირდება ქოჩარიანის პროცესს. განცხადებაში, რომელიც ეხება გრიგორიანის ოფისში საგანგებო საგამოძოებო სამსახურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკას, ოფისი წერს, რომ გამომძიებლები ეძებენ მტკიცებულებებს ოფიციალური გაყალბების საქმეზე, რომელიც უკავშირდება "სხვა საქმეში არსებულ გარემოებებს" და მათ შესახებ მოქალაქემ თებერვალში აცნობა შესაბამის უწყებებს.
დაწერეთ კომენტარი