Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტის მე-40 დღე - საუბარი „წითელ ხაზებზე“


რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია „სირცხვილიას“ მეორმოცე დღეს, ამავე სახელწოდების გადაცემის მთავარი თემა ისევ ბოლო დღეების დაპატიმრებათა სერიაა.

29 ივლისს, პარლამენტის წინ სცენაზე იმპროვიზებულ სტუდიაში განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია მიიწვიეს. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა მას ჰკითხა, თუ რატომ უნდა გადადგეს გიორგი გახარია, რაზეც ჯანაშიას პასუხი ასეთი იყო:

„იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა მომხდარზე უნდა აიღოს არა პარლამენტის თავმჯომარემ, არამედ მან, ვინც ნამდვილად არის პასუხისმგებელი პოლიციელების ქმედებაზე. და ამას თავად გახარიაც ამბობს“.

აქციების მეორმოცე დღეს სცენას ასევე დაუთმობენ ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილს, რომელიც ილაპარაებს „წითელ ხაზებზე“, რომელიც, როგორც აქციების ორგანიზატორები წერენ, საბჭოთა წარსულის განუყოფელი ნაწილი იყო და რაც დღემდე გამოიყენება სისტემის მიერ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 20 ივნისის შემდეგ იმართება და მისი მთავარი მოთხოვნა არის შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG