Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა რუსულენოვან ტელეარხს ხსნის რუსეთის პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად


უკრაინის პრეზიდენტის მაღალი რანგის თანაშემწის განცხადებით, უკრაინა აპირებს გახსნას გლობალური, რუსულენოვანი სატელევიზიო არხი, რათა დაუპირისპირდეს რუსულ სახელმწიფო მედიას, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ადგილებში და რუსეთში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წელს დიდი უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება არჩევნებზე. წინაასაარჩევნო კამპანიის დროს ზელენსკი აცხადებდა, რომ დაასრულებდა კონფლიქტს უკრაინის სამთავრობო ჯარებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის. აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს ემსხვერპლა 13 000-ზე მეტი ადამიანი, კონფლიქტი დაიწყო ხუთი წლის წინ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა და პრორუსულად განწყობილი სეპარატისტებისთვის სამხედრო დახმარების გაწევა დაიწყო.

"უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინამ პრაქტიკულად წააგო საინფორმაციო ომი იმ ადამიანების თვალში, რომლებიც დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპირებულ ყირიმში სახლობენ" - უთხრა ზელენსკის აპარატის დირექტორის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ, სააგენტო ინტერფაქს-უკრაინას 29 ივლისს და დასძინა: "მაგრამ ვითარების გამოსწორების შანსი კვლავაც არის. ... ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა დავიწყოთ უკრაინული რუსულენოვანი არხი, რომლითაც შევძლებთ ხმა მივაწვდინოთ მთელ მსოფლიოში მცხოვრებ რუსულენოვან მოსახლეობას" - აცხადებს ტიმოშენკო. მისი თქმით, არხი სახელმწიფო იქნება, მაგრამ ეთერში გაშვებული მასალის ნაწილს უკრაინის კერძო ტელეარხებისგან მოიპოვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG