Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზოგიერთ კომერციულ ბანკში აშშ დოლარის ფასი 2.99 ლარს აჭარბებს


საქართველოს კომერციულ ბანკებში ეროვნული ვალუტის კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებით 3 ლარს მიუახლოვდა.

30 ივლისის 13 საათისთვის, „საქართველოს ბანკში“ ერთი ამერიკული დოლარი 2.99 ლარი ღირს, „თიბისი ბანკში“ 2.9950.

ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9450 ლარია.

„ბლუმბერგის“ მონაცემებით, 13 საათისთვის ერთი ამერიკული დოლარის ფასი 2 ლარი და 95 თეთრია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური, 30 ივლისის კურსით, 1 აშშ დოლარი 2.9346 ლარი ღირს. ახალ კურსს ეროვნული ბანკი 17 საათისთვის დაადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG