Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის უნივერსიტეტმა შენობაში ბომბის არსებობის შეტყობინება მიიღო


ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საღამოს 6 საათისთვის მიიღეს ელექტრონული შეტყობინება, რომ შენობაში ბომბია.

ჯერჯერობით დაუდგენელი მისამართიდან შეტყობინების მიღების შემდეგ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა.

ბათუმის უნივერსიტეტში ამჟამად არდადეგებია. ადგილზე იმყოფებოდა რამდენიმე თანამშრომელი, რომლებსაც შენობა დაატოვებინეს.

გამნაღმველებმა შენობის შემოწმება დაიწყეს. საღამოს 7 საათის მდგომარეობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოუჩენიათ.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ტერაქტით მუქარის მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG