Accessibility links

ჰორმუზის სრუტეში პატრულირების თაობაზე აშშ-ის გეგმას გერმანია „თავშეკავებით“ შეხვდა


გერმანია "თავშეკავებით" შეხვდა აშშ-ის გეგმას, განთავსდეს სამხედრო-საზღვაო მისია ჰორმუზის სრუტეში, მაგრამ განიხილავდა ევროპის მისიაში მონაწილეობას, განაცხადა გერმანიის მთავრობამ 31 ივლისს.

მთავრობის პასუხი მოყვა აშშ-ის წინადადებას ერთი დღით ადრე. ვაშინგტონი გეგმავს მსოფლიოს უდიდეს სანავთობო საზღვაო გზაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას და „ირანის აგრესიასთან ბრძოლას“, რისი ფონიც თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობაა.

ბერლინის წარმომადგენლმა, ულრიკე დემერმა განაცხადა, რომ გერმანია კვლავაც დიპლომატიური გზებს უჭერს მხარს, რათა განიმუხტოს დაძაბულობა, რომელიც განსაკუთრებით გამწვავდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლის შემდეგ 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან. დემერმა თქვა, რომ გერმანიის მთავრობისთვის მნიშვნელოვანია დიპლომატიური გზების მონახვა და მოლაპარაკებაზე ირანის დაყოლიება, რათა მიღწეულ იქნეს დეესკალაცია.

ბერლინმა, განაცხადა დემერმა, თავი შეიკავა აშშ-ის კონკრეტულ შემოთავაზებაზე, სამხედრო-საზღვაო მეთვალყურეობის მისიაში მონაწილეობის შესახებ და შესაბამისად, არ შეუთავაზებია მონაწილეობა,რადგან ირანის მიმართ გერმანიის პოლიტიკის მიდგომა არსებითად განსხვავდება აშშ-ის მიდგომისგან, თქვა მან.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პოლონეთში მყოფმა ჰაიკო მაასმა ასევე განაცხადა 31 ივლისს, რომ გერმანია არ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის ინიციატივაში.

გასულ კვირაში ლონდონმა თავისი სამხედრო-საზღვაო ძალები გააგზავნა სპარსეთის ყურეში ბრიტანეთის ტანკერების გასაცილებლად ირანის მიერ ბრიტანეთის ტანკერის დაკავების საპასუხოდ.

თავის მხრივ, ირანის ტანკერი ბრიტანეთის მიერ იქნა დაკავებული უფრო ადრე გიბრალტარის სრუტეში.

დემერის თქმით, გერმანია საფრანგეთთან და ბრიტანეთთან მჭირდო კოორდინაცია განაგრძობს ზღვაზე უსაფრთხოების საკითხებში. მან დასძინა, რომ ბერლინის აზრით, ევროპული სამხედრო-საზღვაო მისიის იდეა „განხილვას იმსახურებს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG